ნაბაკევის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ჩომახიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
12-10-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

დირექციასა და პედაგოგებს თითოეული მასწავლებლის წარმატებას სიხარულით ხვდებიან. ამჯერად სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლის, ნანა ჩომახიძის კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.

განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის პედაგოგს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის სპეციალური ბრძანებით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სასკოლო საზოგადოება პედაგოგს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და მეტ წინსვლას უსურვებს.

„დამსახურებული საჩუქარი მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით. მათემატიკის მასწავლებელს - ნანა ჩომახიძეს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203