ბოშურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ბიოლოგიას საინტერესო ცდებით სწავლობენ
12-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში საინტერესო პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს. 

მათ მოწყვეტილი ყვავილებისთვის განკუთვნილ წყალში საღებავი შეურიეს. შემდეგ კი მიღებულ შედეგს დააკვირდნენ. თეთრმა ყვავილებმა საღებავის ფერი მიიღეს. 

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდიმებითა და ხალისით ჩაერთნენ, 

მათი ბიოლოგიის პედაგოგი ხათუნა ქავთარაძეა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს. 

„მიყვარხართ, ჩემო საყვარელო, ბავშვებო - ნიკა, ირინა და ქრისტინა“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203