მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
12-10-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა. 

„ტვინების ბრძოლის“ მიმდინარეობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი გუნდებად დაიყვნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

საინტერესო, ლოგიკურ, სახალისო შეკითხვებზე გუნდები მსჯელობდნენ და სწორ პასუხებს ჟრიამულით აღნიშნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე თითოეული პედაგოგი აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203