„ჩემი მასწავლებელი“​ - ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთა პროფესიულ დღესასწაულს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
12-10-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან ერთად, განახორციელეს პროექტი - „ჩემი მასწავლებელი“, რომელიც სწორედ რომ, პედაგოგთა პროფესიულ დღესასწაულს მიეძღვნა. 

ბავშვებმა ითანამშრომლეს ბიბლიოთეკართან და განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203