წრომის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდა
12-10-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად, წრომის საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203