ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
12-10-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-სასკოლო ექსკურსიაზე თბილისში იმყოფებოდნენ. 

მათ, კლასის დამრიგებლის, ნინო გულბათაშვილის ხელმძღვანელობით, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ძველი თბილისი მოინახულეს. 

მოსწავლეებისთვის ეს გასვლითი ღონისძიება ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო კარგად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და წავლისადმი ინტერესის გაზრდაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსაზურებოდა ეს სასწავლო ექსკურსიაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203