დაუვიწყარი გასვლითი ღონისძიება ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
12-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადი საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და დასამახსოვრებელ აქტივობებს სთავაზობენ.
X კლასის ხელმძღვანელმა, მირანდა ბოლქვაძემ და XI კლასის დამრიგებელმა, დიანა ფაღავამ თავიანთ მოსწავლეებს დაუვიწყარი ექსკურსია მოუწყეს.
ბავშვები: ენგურის წყალსაცავს, მესტიის, მესტიის საკათედრო ტაძარს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მ. ხერგიანის და მარგიანების სახლ-მუზეუმს და მესტიის კოშკებს ეწვივნენ.
ბავშვებისთვის ექსკურსია უამრავი თავგადასავლითა და სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების ულამაზესი ღონისძიება არასოდეს დაავიწყდებათ.