ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა ჩატარდა.
ღონისძიება განათლების ცენტრ LEAF [Liberal Enhanced Arts Foundation]-თან თანამშრომლობით მოეწყო.
გამოფენის ფარგლებში, მოსწავლეები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და პირობების შესახებ.
გამოფენამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„სკოლა „პროგრესის“ პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირების მიმართულების ფარგლებში, ჩვენს მოსწავლეებთან მუდმივად გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: