ზერტის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმა საინტერესო აქტივობა შესთავაზა
12-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის VIIIკლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელმა საინტერესო აქტივობაში ჩართო.

მოსწავლეებმა, პედაგოგ მაკა სუხიტაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა - პლენერზე ხატვა განახორციელეს. ისინი ნახატებზე მუშაობას დიდი მონდომებით, ხალისითა და პასუხისმგებლობით შეუდგნენ. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ნამუშევრებში ბუნების ხედები ასახეს. 

აღსანიშნავია, რომ მაკა სუხიტაშვილი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები განვითარებასა და წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს აქტივობაც. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203