ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს.
ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს მასწავლებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.
მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებენ.
„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ ანბანი მობრძანდებაო...“
მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და ეზიარენ „ი" და „ა" ასობგერებს. გილოცავთ პატარებო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: