შთამბეჭდავი ღონისძიება დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
12-10-2022
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით მიულოცეს.

ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს მუსიკალური ნომრები, ცეკვები, სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს. მოსწავლეებს არც წრფელი სიტყვებით გადახდილი მადლობა არ დავიწყებიათ, რადგან თითოეულ მათგანს გაცნობიერებული ჰქონდა თუ რამხელა ამაგი აქვთ მათზე მასწავლებლებს.

ღონისძიება სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა და მათთვის მასწავლებლის დღე დიდი ზეიმი იყო.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203