„რთველი“- გორისციხეს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
12-10-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე „რთველი“ კომპლექური გაკვეთილი ჩატარდა. 

მას ისტორიის მასწავლებელი ირმა სუჯაშვილი უძღვებოდა. ის მოსწავლეებს რთველის შესახებ ესაუბრა და დამატებითი ინფორმაცია გააცნო. 

მოსწავლეებმა აღნიშულ თემაზე იმუშავეს და შექმნილი რესურსები ბუკლეტისა და power point-ში მომზადებული ელექტრონული სლაიდების სახით წარადგინეს.
გარდა ამის, ჩურჩხელები ამოავლეს და ყურძენი საკუთარი ხელით გაკეთებულ საწნახელში დაწურეს.

აქტივობამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ისინი პროცესში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ამასთან ერთად, მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმატევით წარმოცენა შეძლეს.

იხილეთ ფოტოებო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203