საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დიდი დასვენება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დაეთმო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დიდმა დასვენებამ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.
მოსწავლეებმა მოედანზე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ პედაგოგებიც შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება მათი მოტივაციის ამაღლებასა და დადებითი განწყობის შექმნას ექცევა.
იხილეთ ფოტოები: