დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
12-10-2022
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
პირველკლასელებმა პირველ მასწავლებლებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიუძღვნეს.
ნიჭიერმა ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს: ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.