დაბა კაზრეთის N2 სკოლის პირველკლასელები დასაჩუქრდნენ 
12-10-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პირველკასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ბავშვებმა, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. პედაგოგებმა პირველკასელებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახები, სახელმძღვანელოები და ბუკები დაახვედრეს.

ასევე პირველკასელები კომპანია „არემჯიმ“ საჩუქრებით გაახარა, რომლებიც ბავშვებს გადასცეს.

„ჩვენი ჭკვიანი, ფერადი, ლამაზი, საჩუქრებით დახუნძლული პირველკლასელები ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება! მადლობა კომპანია - „არემჯის“ პატარების გახარებისათვის“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები სწავლას გულმოდგინე და დიდი ენთუზიაზმით უკვე შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203