რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
12-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს