„წელიწადის დროები“- წყალტუბოს N3 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად და დიდი ხალისით მუშაობენ.
ამჯერად, პირველკლასში თემაზე - „წელიწადის დროები“ კომპლექსური დავალება პედაგოგის, ცირა გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მოსწავლეებმა ნ. კუპრავას მოთხრობის - „მთა“ მიხედვით იმუშავეს.
კომპლექსური დავალების შუალედური მიზანი ტექსტის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება (ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო) იყო.
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს, დაასათაურეს თუ რომელი წელიწადის დრო მოსწონთ და რატომ.
აღსანიშნავია, რომ დავალება მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: