თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
12-10-2022
თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში აქტიურად და წარმატებითი მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა: მარიამ არავიაშვილმა, ნინია უთიაშვილმა და თეა გაგნიძემ ასახელეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც კახეთის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის თელავის N9 საჯარო სკოლაც მონაწილეობდა.

„USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2022-2027“ წლებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მოსწავლეთა დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში, კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში, მოსწავლეთა მხარდაჭერას ტექნოლოგიების შესწავლის და გამოყენებისათვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის „კახეთის მედია ცენტრის“, ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში - „მე მინდა ევროპა“, საპრიზო ადგილები ზემოთ ნახსენებმა მოსწავლეებმა დაიკავეს.

მოსწავლეები სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ თელავის N9 საჯარო სკოლას და მის მოსწავლეებს“, - ვკითხულობთ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203