ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
12-10-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ქეთი ჯინჯიხაძემ ცოდნის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს და ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში მათ პედაგოგი შეუძღვათ.

სასკოლო საზოგადოება პირველკლასელებს ულოცავს ანბანის სწავლის დაწყებას.

„კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი გადადგეს ჩვენი სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში და გულწრფელი ემოციებით უმასპინძლეს ქართულ ანბანს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს ანბანეთის საინტერესო ლაბირინთებში“, - ვკითხულობთ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203