ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს
12-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მოსწავლეებმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩაატარეს და პედაგოგებს ლამაზი დღე მიუძღვნეს. ბავშვებს მათთვის არც მადლობის გადახდა დაიწყებიათ, იმ შრომისათვის, რაც მასწავლებლებმა მათ წინაშე გასწიეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203