მუხურის თემის საჯარო სკოლაში ქართველ პოეტს, ლაშა გახარიას ღონისძიება მიეძღვნა
12-10-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში გამოჩენილ ქართველებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს მუდამ აქტიურად უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში ქართველ პოეტს, ლაშა გახარიას ღონისძიება მიუძღვნეს. გამოჩენილ პოეტი სწორედ მუხურის თემის საჯარო სკოლაში სწავლობდა, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად საამაყოა.
ლაშა გახარიას 11 ოქტომბერს 75 წელი შეუსრულდებოდა და სწორედ ამ თარიღს მოსწავლეებმა აქტივობები მიუძღვნეს. სასკოლო სივრცეში პოეტისადმი მიძღვნილი სპეციალური პლაკატები გამოიფინა. ნიჭიერმა მოსწავლეებმა მისი ლექსებიც წარმოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გახარიას მშობლიური სკოლა პოეტისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებისთვისაც ემზადება, რომელიც პოეტის სახლ-მეუზეუმში გაიმართება.
„ოქტომბრის თვეა - თერთმეტი - რიცხვით კვლავ დავიბადე“... დიახ, 1947 წლის 11 ოქტომბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში დაიბადა დიდებული პოეტი ლაშა გახარია. წელს მას 75 წელი შეუსრულდებოდა.
ლაშას სიცოცხლე თავის ლექსებშია ჩაწნული და „ყაყაჩოსავით ცხელ სტრიქონებში“ უკდავყოფილი. ლაშა გახარიას მშობლიური სკოლა ასევე დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ემზადება საიუბილეო ღონისძიებისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს მის მშობლიურ სოფელში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაიმართება“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს