ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სვანური კოშკის მაკეტი შექმნეს
12-10-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. აღნიშნულ დავალებებს პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ამჯერად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საგნის „ჩემი საქართველოს“ შესწავლისას საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა სვანეთში საცხოვრებელი სახლის ტიპებზე ისაუბრეს და სვანური კოშკის მაკეტი შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203