გუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
12-10-2022

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

„ანბანის შემობრძანებას“ პატარები სიხარულით შეხვდნენ. ამაზე კი მათმა მასწავლებელმა იზრუნა, რომელმაც პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია, საკლასო ოთახში პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრა, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები და სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

„პირველკლასელებმა საოცარი ღონისძიებით გვიმასპინძლეს და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი წარმოგვიდგინეს. მათ ახლახან შეაბიჯეს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, ლექსად გაახმოვანეს და დაგვიხატეს ქართული ასო-ბგერები. პატარებისათვის ეს ზღაპრული დღე ძალიან ფერადი, ლამაზი, მხიარული და შთამბეჭდავი გამოდგა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203