მადლიერების დღე დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში - სასკოლო საზოგადოებამ დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყო
12-10-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში თითოეული თანამშრომელი ერთმანეთის საქმეს აფასებს და ყველამ იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათ მიერ გაწეული შრომა სკოლის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის.
მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექციას არც მადლობის გადახდა ავიწყდებათ, იმისთვის რომ სკოლაში საუკეთესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში არსებულ უსაფრთხო გარემოს შექმნაში კი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, იმ ადამიანებს, რომლებიც მის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლაში 10 ოქტომბერს ღონისძიება „მადლიერების დღე“ გაიმართა, რომლის ფარგლებში ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დამლაგებლების მიმართ მადლიერება გამოხატეს.
სკოლაში შესულ დამლაგებლებს სასკოლო საზოგადოება აპლოდისმენტებით და შეძახილებით დახვდა. მათ დამლაგებლების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს