კერძო სკოლა „სხივის“ პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
12-10-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ნათია მასწავლებელმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. საკლასო ოთახში პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრა, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები და სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

„დღეს, „სხივში“ პირველკლასელების ოთახიდან მხიარული ხმები გამოდიოდა.

ანბანი ესტუმრა თურმე პატარებს...

„აი,ია,

აი, თითი,

აი, მთელი სამყარო...“

სამყაროს შესაცნობად ანბანთან დამეგობრებაა საჭირო. ამიტომაც მოუწყვეს ზეიმი ჩვენს ანბანს ყველაზე პატარა „სხიველებმა“. ნათია მასწავლებლის დაპატიჟებულმა ანბანმა თავი ისე იგრძნო, რომ სამუდამოდ პატარებთან დარჩენა მოისურვა...

ორშაბათიდან ასო-ბგერებად გაიშლება ანბანი ჩვენი პატარების ბაგეებიდან თუ თითებიდან...“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203