წყალტუბოს N1 სკოლის მე-11 კლასში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია-გაკვეთილი ჩატარდა
12-10-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი შესაძლებლობისთვის“ ხორციელდება. 

სასკოლო პროექტის ფარგლებში მე-11ა კლასში ჩატარდა დისკუსია-გაკვეთილი თემაზე: „Are women and men equal?“. სასწავლო პროცესს პედაგოგი თამთა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა საინტერესო მსჯელობა გამართეს, მოიყვანეს ფაქტები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, შეადარეს სხვადასხვა პროფესიები გენდერული განსხვავებით. დისკუსიის ბოლოს კი მიეცათ დავალებად არგუმენტირებული ესსეს დაწერა.

გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და აქტიურად ჩართული იყო ყველა მოსწავლე.

„დადებითად უნდა ჩაითვალოს ვაჟების პროგრესული აზროვნება და თანხმობა გენდერულ თანასწორობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203