
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და პედაგოგებისადმი გულწრფელი მადლიერება გამოხატეს.
რა თქმა უნდა, არ დავიწყებიათ პირველი დამრიგებელიც, რომელმაც მათ სკოლა შეაყვარა და ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა.
მეცხრეკლასელებმა კლასის ხელმძღვანელთან ერთად პირველი დამრიგებლის, კლარა მასწავლებლისადმი დიდი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატეს და პროფესიული დღესასწაული პირადად მიულოცეს.
„უდიდესია მასწავლებლის ღვაწლი! ფასდაუდებელია მოსწავლეების სითბო და სიყვარული! გილოცავთ მასწავლებლის დღეს!“, - აღნიშნავენ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლელები
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.