მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში ხშირად და დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
ამჯერად, სკოლის მწვანე გუნდის წევრები დამრიგებლების ორგანიზებით რთველში, ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ახალი დიოკნისის მკვიდრს, ნოდარ კახაძეს ესტუმრნენ და ყურძნის დაკრეფაში დაეხმარნენ. საინტერესო ღონისძიება ამით არ დასრულებულა, მოსწავლეები ასევე სოფელ თამარისში ადგილობრივ ფერმერთან ყურძნის დაწურვა-დამზადების ტექნიკას გაეცნენ.
მოსწავლეებისთვის რთველში მონაწილეობა ძალიან საინტერესო, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს დირექციის ხელშეწყობით მასწავლებლები მსგავს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: