ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებლებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს
11-10-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

დამრიგებლებმა - ქრისტინე ნიკოლეიშვილმა და ნანა გელაშვილმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქციეს. მასწავლებლებმა სკოლაში მისულ პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს, სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზეს და მოსწავლეები მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

პირველკლასელებმა იაქტიურეს და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ინტერესითა და მოტივაციით დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203