თეთრიწყლების საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
10-04-2018
თეთრიწყლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრებმა ( მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები) ქართული ენის მასწავლებელთან ერთად გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. პოეტზე არჩევანი თავად მოსწავლეებმა შეაჩერეს.
ისინი მთელი კვირის განმავლობაში ეძებდნენ ინფორმაციებს პოეტის შესახებ, გაეცნენ მის შემოქმედებას, მოუსმინეს ლექსებსა და სიმღერებს.
მოძიებული ინფორმაცია მათ თანატოლებსა და პედაგოგებს გააცნეს.
საღამოსთან დაკავშირებით შექმნეს კედლის გაზეთი „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“. საღამომ ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“