
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები გამჭვირვალედ და ყველა წესის დაცვით გაიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.
სასკოლო საზოგადოება გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: