ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
11-10-2022
სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა, კარგად იციან ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, ამიტომ მოსწავლეებს მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ. ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრში სკოლის მოსწავლე გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიმსახურეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203