ჩხარის N2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დაიწყეს
11-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. 

ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს მასწავლებელი შორენა ტაბატაძე იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.

მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებენ.

„აი ია, აი ია,

ნუკრის თვალი სანუკვარი,

დღეს პირველად კითხვას ვიწყებთ,

გაგვეხსნება ცოდნის კარი“,- წერს პედაგოგი შორენა ტაბატაძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203