რკვიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა კოპაძე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
11-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა კოპაძე დაჯილდოვდა.
მას მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და ქალაქის გამგეობამ საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭა. პედაგოგს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მაკა კოპაძე საკუთარი საქმის პროფესიონალი, წარმატებული და მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია. მიღებული ჯიდოც სწორედ ამის დასტურია.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს