ზეგნის N2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
11-10-2022
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, მე-7 კლასში ჩატარდა გეოგრაფიის გასვლითი გაკვეთილი, რომელიც საველე სამუშაოებს მოიცავდა. გაკვეთილის თემა იყო - „ორიენტირება და აზიმუტი“. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და თეორიული ცოდნა ბუნების წიაღში პრაქტიკულად განახორციელეს.
„გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს