გაჭედილის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული კვირეული გაიმართა
11-10-2022

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად სკოლაში სასკოლო სპორტული კვირეული გაიმართა. 23 სექტემბერს, კვირეული სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ გაიხსნა. 24 სექტემბერს ჩატარდა შეჯიბრი მინი ფეხბურთში, 25 სექტემბერს კი მოსწავლეები ერთმანეთს 3x3 კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. 26 სექტემბერი კი ფრენბურთს დაეთმო. 

სკოლის მოსწავლეებმა დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203