ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მე-6, მე-7,მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები: მალვინა სირბილაძე, ნათია ხონკილაძე და ციური კახიძე სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლების სტუმრობა სამუზეუმო განყოფილებისა და კულტურული ტურიზმის განყოფილების მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტის - „მუზეუმები სკოლებში" ფარგლებში განხორციელდა.
ბავშვებმა მუზეუმი დაათვალიერეს და მისი ხელმძღვანელის, იაშა თანდილავასგან ლაზების კულტურის, ყოფისა და ეთნოგრაფიის შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინეს.
აღნიშნულმა პროექტმა სასკოლო საზოგადოებაში მუზეუმებისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: