„მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ - შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში
11-10-2022

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება- „მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ მოაწყო. 

მოსწავლეებმა მორთეს სააქტო დარბაზი, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოსცეს და ეს დღე სიმღერით, ლექსებითა და ცეკვებით გაულამაზეს საყვარელ მასწავლებლებს.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203