მუხაესტატეს საჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლეებმა პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს
11-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს ორიგინალურად მიულოცეს.
ბავშვებმა მასწავლებელთა დღის აღსანიშნავად მასწავლებლებს სამასწავლებლოში მოულოდნელად მიაკითხეს და საჩუქრად ლექსები მიუძღვნეს.
მეხუთეკლასელებმა პედაგოგებს წრფელი სიტყვებითა და ზღვა ემოციებით გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი კი ეთერი ვერულიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.