წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
11-10-2022
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს და წრფელი სიტყვებით მასწავლებლებს გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.
მოსწავლეების გამოჩენილმა ყურადღებამ პედაგოგები ძალიან გაახარა.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს