ფახულანის თემის N1 სკოლაში პროექტი - „ვაჩუქოთ წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას“ მიმდინარეობს
11-10-2022
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ვაჩუქოთ წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას“ ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით იმართება. მას მხარდაჭერა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა გამოუცხადეს. შედეგად, შემოწირული წიგნები ეკოკლუბელებმა სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს და ამით ის კიდევ უფრო გაამდიდრეს.
აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ სკოლსთვის ძალიან სასარგებლო საქმე გააკეთეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს