წყალტუბოს N1 სკოლის მე-11-მე- 12 კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი წერა აქტუალურ და საინტერესო საკითხს მიეძღვნა
11-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებს პედაგოგები დირექციის დიდი ხელშეწყობით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი შესაძლებლობისთვის" ფარგლებში მე-11 და მე- 12 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებლის და ამავდროულად, დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი წერები ჩაუტარდათ.

კერძოდ, ბავშვებმა არგუმენტირებული ესე შემდეგი პირობით: „დღესდღეობით გენდერული თანასწორობის საკითხი ქართველი სამოქალაქო საზოგადოებისათვის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და მეტად მგრძნობიარე საკითხი - თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ამ მიმართულებით; - რას ურჩევდით მასწავლებლებს, საიდან დაიწყონ მოსწავლეებში გენდერული საძირკვლის ჩაყრა; - როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“, წერეს.

აღნიშნული პროექტს სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი CCIiR- ის მხარდაჭერით ახორციელებს.

მოსწავლეებმა ესეებში საინტერესო მოსაზრებანი დააფიქსირეს, რომლის განხილვასაც დისკუსია - გაკვეთილზე აპირებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203