ფახულანის თემის N2 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე არქიტექტურულად არამიმზიდველი შენობის გალამაზებაზე იზრუნეს
11-10-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მარინე ქარდავა ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს და საინტერესო სასწავლო რესურსებს აწვდის. 

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა არქიტექტურულად არამიმზიდველი შენობის გალამაზებაზე იმუშავეს. აქტივობის თემა გახლდათ - „ვქმნით შენობის ახალ სახეს“. მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შთამბეჭდავი ნამუშევრებიც შექმნეს. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარინე ქარდავა ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203