ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
11-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად დაამზადეს თემატური პლაკატები, იმღერეს, იცეკვეს და პედაგოგებს ლექსები მიუძღვნეს. 

ბავშვებმა თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისა და ამაგისთვის წრფელის სიტყვებით მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203