ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს - პედაგოგმა მათ მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა 
11-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. 

საანბანო პერიოდის დაწყებას კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს მასწავლებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.

მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსრვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203