„გეზეიმოთ და გეხაროთ თქვენი აღსაზრდელების წარმატებებით“- ლენჯერის N2 სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს
11-10-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მათ მოსწავლეებმა და დირექციამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს, წარმატებული თაობის აღზრდა უსურვეს, მიულოცეს და გამოჩენილი ყურადღებით ძალიან გაახარეს.

„მაწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. თითოეულ ჩვენს კოლეგას, ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. გეზეიმოთ და გეხაროთ თქვენი აღსაზრდელების წარმატებებითა და გამარჯვებებით“,- ვკითხულობთ სკოლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203