„ანბანის შემობრძანება“ - სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი
11-10-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის შემობრძანება“ აღნიშნეს.

ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს მასწავლებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

ანბანის სამყაროში შებიჯება მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ვარდო გორგილაძემ მიულოცა. მასწავლებელმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.

მასწავლებელს და მოსწავლეებს მთელი სასკოლო საზოგადოება, დირექტორის მ/შ-ს, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელის - ელზა მაკარაძის ხელმძღვანელობით, წარმატებას უსრვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203