სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
11-10-2022
სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

მეოთხეკლასელებმა პედაგოგ, ფიქრია თურქიას ხელმძღვანელობით პროექტი - „მასწავლებლის დღე“ განახორციელეს.

პროექტი 19 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და 7 შეხვედრას მოიცავდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გაეცნენ თანამედროვეობისა და წარსულის ცნობილი მასწავლებლების მოღვაწეობას; ერთმანეთს უამბეს მშობლების მოგონებები თავიანთ მასწავლებლებზე, შეისწავლეს ქართველი პოეტების ლექსები მასწავლებლებზე, შექმნეს კედლის გაზეთი და 5 ოქტომბერს პროექტი საზეიმო პრეზენტაციით შეაჯამეს.

პედაგოგ მედეა გეგეშიძის ხელმძღვანელობით კი პირველკლასელმა მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ლექსებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203