ტალავერის N1 საჯარო სკოლაში მისვლა მოსწავლეებისთვის ზეიმია 
11-10-2022
არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სწავლა-განათლებას დიდი შემართებითა და მონდომებით შეუდგნენ.

სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად დახვდნენ. ბავშვებმა ლამაზად მორთულ საკლასო ოთახებში სწავლა განაახლეს.

სწავლის დაწყება ყველაზე ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203