ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია
11-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, ნატო კელეპტრიშვილმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია.
პედაგოგი მოსწავლეებს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვა. ბავშვებმა ასოების სწავლა დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.
მასწავლებელმა, ნატო კელეპტრიშვილმა საკუთარ მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ემოციური წერილი მიუძღვნა.
„პირველი ხმოვნები, პირველი ბგერები, პირველი სიტყვები, პირველი წინადადება, რომლებმაც ცოდნის საფეხურები უნდა აათვლევინოს პატარებს.
გილოცავთ ამ სიბრძნეში შემობრძანებას. წარმატებით შევისწავლოთ ჩვენი სანუკვარი ასო-ბგერები. მოვეფეროთ ჩვენს საუნჯეს, ჩვენ „დედაენას“. სიყვარულით გეფერებით თქვენი პირველი მასწავლებელი“, - წერს პედაგოგი ნატო კელეპტრიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს